დღეს ვილნიუსში ნატო-ს სამიტის დასკვნითი დღეა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დღეს არაერთ უცხოელ პარტნიორს შეხვდება. მანვე აღნიშნა, რომ ვილნიუსის სამიტიდან უკრაინის თავდაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით დაბრუნდება. მანვე ხაზი გაუსვა, რომ სამიტის მეორე დღეს უკრაინისა და ნატოს საბჭოს საინაუგურაციო სხდომა არის დაგეგმილი.
ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით, კომენტარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამაც გააკეთა. მან აღნიშნა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების ვადები რაც შეიძლება მალე უნდა დადგინდეს. კულებას განცხადებით, უკრაინა ამისათვის პარტნიორებთან ერთად აქტიურად მუშაობს