ცივი ომის შემდეგ ყველაზე სრულყოფილი თავდაცვის გეგმები დავამტკიცეთ , - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
მისი თქმით, „უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ მომენტში მოკავშირეებმა საკვანძო გადაწყვეტილებები“ მიიღეს.
„შევთანხმდით პაკეტზე უკრაინის გასაძლიერებლად და ნატო-სკენ ნათელი გზის მისაცემად. ასევე, ცივი ომის შემდეგ ყველაზე სრულყოფილი თავდაცვის გეგმები დავამტკიცეთ, რომლებსაც ზურგს უმაგრებს მტკიცე ვალდებულებები მეტი ინვესტიცია გავაკეთოთ თავდაცვაში”, - წერს სტოლტენბერგი.