აშშ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობას და ძლიერ ქარიშხალს ებრძვიან. Reuters-ის ინფორმაციით, უხვმა ნალექმა მდინარეების კალაპოტებიდან გადმოსვლა და საავტომობილო გზების დატბორვა გამოიწვია. სტიქიურ უბედურებას აშშ-ში სულ მცირე 1 ადამიანი ემსხვერპლა. ქარიშხლის გაძლიერებამდე ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ და აუცილებელი საჭიროების გარდა ქუჩაში გასვლისგან თავი შეიკავონ. ძლიერი ქარის გამო აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 1000-ზე მეტი ავიარესი გადაიდო.