საფრანგეთის სადაზღვევო კომპანიების ასოციაციამ საფრანგეთში მომხდარი არეულობის შედეგად ზარალი დაახლოებით 650 მილიონ ევროდ შეაფასა. მედიის ცნობით, ზარალის მაჩვენებელი შეიძლება, კიდევ გაიზარდოს, რადგან პირველი შეფასების შემდეგ ეს მაჩვენებელი გაორმაგებულია. საუბარია 11 300 განაცხადზე და ფიზიკური პირების ან ბიზნესის საკუთრებაში არსებული ქონების ზარალზე. საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა, ბრუნო ლე მაირმა მოუწოდა სადაზღვევო კომპანიებსა და ბანკებს, გაახანგრძლივონ განაცხადის ვადები და დააკმაყოფილონ ბოლო მოვლენების შედეგად დაზარალებული მომხმარებლების მოთხოვნები. საფრანგეთში მასშტაბური საპრტოტესტო აქციები პოლიციელის მიერ არასრულწლოვნის მკვლელობას მოჰყვა.