არასამთავრობო ორგანიზაცია “რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი“ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს ეხმაურება - არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომავალი არჩევნების მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ ნეიტრალური კანდიდატი შეირჩეს. “რეფორმებისა და კვლევის ჯგუფში“ პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ აღნიშნული ფორმალური პროცედურების დარღვევით მოხდა, რაც თავმჯდომარის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს.