ვილნიუსში, ნატოს ორდღიან სამიტზე ქართულ დელეგაციას, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ხელმძღვანელობს. სამიტთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში განცხადებები კეთდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტები მმართველ გუნდს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ქართული ოცნება ქვეყანას ნატოსა და ევროკავშირს აშორებს. მმართველ გუნდში კი იმ ფაქტორებზე საუბრობენ, რომელთა გამოც უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებით ალიანსის წევრებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ. სამი რა მოლოდინები აქვთ სამიტისგან მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს.