ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსულმა არმიამ ქალაქის საცხოვრებელი რაიონები დაბომბა, არიან დაშავებულები. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ქალაქის დაბომბვა გრძელდება.
„დაბომბვის დროს ჰუმანიტარული შტაბი და მინიმუმ ხუთი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. ადგილზე მედიკოსები და მაშველები მუშაობენ. მოსახლეობას მოვუწოდებთ, გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ“, - ნათქვამია განცხადებაში.