სტიქია დასავლეთ საქართველოში. ძლიერმა წვიმამ იმერეთში, სამეგრელოსა და აჭარაში პრობლემები შექმნა. დაზიანებულია წყალმომარაგების სისტემები, რის გამოც მუნიციპალიტეტებში 32 000-ზე მეტ აბონენტს წყლის მიწოდება შეუწყდა. დატბორილია გზები, სასოფლო სამეურნეო სავარგულები და შენობების პირველი სართულები.
სტიქიამ განსაკუთრებით დააზარალა სამეგრელო. აბაშის რამდენიმე სოფელში, ოჯახების ევაკუაცია გახდა საჭირო. მოსახლეობა ამბობს, რომ მოსავლის გარეშე დარჩნენ, რის გამოც დახმარებას ითხოვენ.
სამეგრელო- ზემო სვანეთში მესამე დღეა, წვიმს. სინოპტიკოსები გამოდარებას 12 ივლისიდან ვარაუდობენ.