ჩეჩნეთის ხელისუფლებას გროზნო-თბილისის მიმართულებით ავიარეისების დანიშვნის იმედი აქვს. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „Чечня сегодня“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ინიციატივა ჩეჩნეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრმა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის“ დირექტორთან შეხვედრაზე გამოთქვა.
გროზნო იმედოვნებს, რომ ავიაკომპანია საქართველოში ჩეჩნეთიდანაც იფრენს, რაც დადებით გავლენას მოახდენს ტურისტული ინდუსტრიის განვითარებაზე.
ცნობისთვის, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ ყოველდღიურ ავიარეისებს ავიაკომპანიები „აზიმუტი“ "რედ-ვინგსი" და „ჯორჯიან ეარვეისი“ ასრულებენ