ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ნატო-ს ორდღიანი სამიტი დაიწყო. შეხვედრებს ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობს. ძირითადი საკითხები, რომელსაც ალიანსის ლიდერები ვილნიუსში განიხილავენ, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომი და ალიანსის წევრობაზე კიევის განაცხადია.
სამიტის გახსნისას ნატო-ს გენ-მდივანმა უკრაინის მიმართ ალიანსის მხარდაჭერაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნატო-ს მოკავშირეები ოფიციალური კიევის მიმართ მტკიცე და ერთიან, პოზიტიურ გზავნილს გააგზავნიან.
სამიტზე სიტყვით გამოვდა მასპინძელი ქვეყნის, ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედაც. მისი თქმით, მხოლოდ ნატო-ს მე-5 პუნქტს შეუძლია უკრაინის აგრესიისგან დაცვა.