ვილნიუსში, ნატო-ს ორდღიანი სამიტი გაიხსნა. საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ნაცვლად, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს.
სამიტთან დაკავშორებით კომენტარები უკვე გაკეთდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტები კვლავ მმართველ გუნდს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ქართული ოცნება ქვეყანას ნატოსა და ევროკავშირს აშორებს. მ
მართველ გუნდში კი იმ მიზეზებზე საუბრობენ, რომელთა გამოც ალინსის წევრებს საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ.