იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში წყალდიდობაა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კუნძულ კიუსიუს ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტიქიური კატასტროფა დაატყდა თავს. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით წყალდიდობასა და მეწყერს იაპონიაში სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი - დაკარგულად ითვლება.
სტიქიური უბედურების გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მცხოვრებ 1.7 მილიონ ადამიანს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა.