ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ნატო-ს ორდღიანი სამიტი დაიწყო. შეხვედრებს ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობს. ძირითადი საკითხები, რომელსაც ალიანსის ლიდერები ვილნიუსში განიხილავენ, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომი და ალიანსის წევრობაზე კიევის განაცხადია.
უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ისინი ვილნიუსის სამიტისგან გაწევრიანებასთან დაკავშირებით მკაფიო სიგნალს ელიან. გუშინ ცნობილი გახდა, რომ სამიტს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის მოკავშირეები ვილნიუსის სამიტზე დაადასტურებენ, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი. სტოლტენბერგის თქმით, ის ასევე მოელის, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან „სამი ელემენტისგან შემდგარ პაკეტზე, რომელიც უკრაინის ნატო-სთან დაახლოებას შეუწყობს ხელს“.