თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე განაჩენს სავარაუდოდ დღეს გამოაცხადებს. დღევანდელ პროცესზე მხარეებმა რეპლიკებით ისარგებლეს.
პროცესს თავად ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი არ ესწრებოდნენ.
ბრალდების მხარის თქმით, თუკი ქვეყნის მეორე ინსტანციის სასამართლო ნიკოლოზ ბასილაშვილს გაამართლებს, ქვეყნის შიგნით ყველა მექანიზმის ამოწურვის შემდეგ ბრალდების მხარე დავას საერთაშორისო დონეზე განაგრძნობს.
დაცვის მხარის მტკიცებით, ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოა და მოსამართლემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დატოვოს.