ვილნიუსში, ნატოს ორდღიანი სამიტი გაიხსნა. სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ნაცვლად, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიიღებს მონაწილეობას. ძირითადი საკითხები, რომელსაც ალიანსის ლიდერები ვილნიუსში განიხილავენ, უკრაინის ომი და ალიანსის წევრობაზე კიევის განაცხადი იქნება.