წყნეთში, უბედური შემთხვევის შედეგად 16 წლის მოზარდი დაიღუპა. ამ დროისთვის არსებული ცნობებით, არასრულწლოვანი ბიჭის სიცოცხლე კუსტარულად გაყვანილმა ელექტროსადენმა იმსხვერპლა. უბედური შემთხვევა გარე განათების ბოძიდან ფანჩატურში გაყვანილმა ელექტროსადენმა გამოიწვია.
აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოს დროს უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.