„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე მადრიდის „რეალში“ გადავა, – იტყობინება გაზეთ Marca-ს ჟურნალისტი რამონ ალვარეს დე მონი.
ესპანეთის ვიცე-ჩემპიონი დარწმუნებულია უახლოეს დღეებში ფრანგი ვარსკვლავის გაფორმებაში. „რეალის“ ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ამგვარი შედეგი „გარდაუვლია“.
მადრიდულმა კლუბმა ასევე უნდა შეათანხმოს მბაპეს ტრანსფერის პირობები „პარი სენ-ჟერმენთან“. საფრანგეთის ჩემპიონს სურს, ფეხბურთელში 150-200 მილიონი მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ ფრანგის მოქმედი კონტრაქტი კლუბთან მომავალი წლის ზაფხულში იწურება. მბაპემ უარი თქვა ხელშეკრულების გაგრძელებაზე.