საბა საზონოვი ორმა ინტერნეტპორტალმა – OlocipLab-მა და Sofascore-მა ევროპის ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა. 21 წლის მცველი ერთადერთია საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებიდან, რომელიც ევრო 2023-ის რჩეულ თერთმეტეულში მოხვდა. ესპანურმა გამოცემამ სიმბოლურ გუნდში საზონოვი მარჯვენა ცენტრალურ მცველად დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ინტერნეტპორატლი Olocip-ი საფეხბურთო ანალიტიკისთვის ხელოვნურ ინტელექტს იყენებს და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებიც ამ მონაცემებით შეადგინა. საზონოვი სიმბოლურ გუნდში ანალიტიკურმა ვებგვერდმა, Sofascore-მაც დაასახელა და მცველებში საუკეთესო შეფასება – 7,55 ქულა დაუწერა.