მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო სხდომა დღეს, 14:00 საათზე, გაიმართება. პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. ასევე, სასამართლო პროცესის შემდეგ, 20:00 საათზე, დაგეგმილია პარლამენტის წინ კარვების გაშლა. შსს-ს მტკიცებით, გრიგორიადისმა 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელებს ესროლა, რის შედეგადაც რამდენიმე სამართალდამცავი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაშიც.