მაშველებმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ორეხოვოში, რუსეთის მიერ განხორციელებული თავდსხმის ადგილზე მიმდინარე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დაასრულეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, რუსებმა ორეხოვოში, სკოლის შენობას, სადაც ჰუმანიტარული დახმარების გაცემა მიმდინარეობდა, მართვადი საჰაერო ბომბით დაარტყეს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია 4 დაღუპულისა და 13 დაშავებულის შესახებ. მოგვიანებით მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.