ვილნიუსში ნატო-ს სამიტი დღეს იხსნება. 2-დღიან სამიტს ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები დაესწრებიან. ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ სამიტის ოფიციალურ გახსნამდე ნატო-ში შვედეთის გაწევრიანების შესახებ შვედეთმა და თურქეთმა შეთანხმებას მიაღწიეს და თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი თანახმაა, შვედეთის ალიანსში გაწევრიანების განაცხადს მხარი დაუჭიროს.
სტოლტენბერგმა ეს გადაწყვეტილება "ისტორიული ნაბიჯად" შეაფასა, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვედეთის გაწევრიანების ზუსტი თარიღის დასახელება შეუძლებელია, რადგან ეს თურქეთის პარლამენტზეა დამოკიდებული.