ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაგეგმილზე სამი საათით ადრე გაიხსნა და რეისებს ჩვეულ რეჟიმში იღებს. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს. მათივე ცნობით, დილის 4 საათზე დორტმუნდისა და ბარსელონას რეისები შესრულდა. ასევე დილის 7 საათზე და 30 წუთზე ერთი რეისი სალონიკის მიმართულებითაც შესრულდა.
აეროპორტის მუშაობა დროებით უხვმა ნალექმა და გადაუღებელმა წვიმამ შეაჩერა. აეროპორტის ტერიტორიაზე აქტიურად მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც ვითარებას ადგილზე სწავლობენ.