ვილნიუსში, ნატოს 2-დღიან სამიტში საქართველოდან პრემიერ-მინისტრის ნაცვლად, მონაწილეობას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიიღებს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ეს ფაქტი საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე უარყოფითად აისახება, რადგან დიპლომატიურ ენაზე ირაკლი ღარიბაშვილის ნაცვლად, საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი არასწორი პოლიტიკური ნაბიჯია. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ ილია დარჩიაშვილი სამიტიდან ქვეყნისა და საქართველოს მთავრობისთვის უსიამოვნო გზავნილებს ჩამოიტანს.