ბოლო ათი წლის განმავლობაში 11,000 - მდე დაფინანებული პროექტი, და 60,000-ზე მეტი შექმნილი სამუშაო ადგილი - ასეთია სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიშის მონაცემები. პრეზენტაციაზე, აღინიშნა, რომ სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესების, ქართული ნაწარმის ექსპორტის ხელშეწყობისთვის და უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის სააგენტო არაერთ პროექტს ახორციელებს. ანგარიში ათასამდე ბენეფიციარის გამოკითხვის შედეგად მიღებულ პასუხებზე დაყრდნობით მომზადდა. პრეზეინტაციას კი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საფინანსო ინსტიტუტების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.