ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თეიმურაზ წიქვაძის განცხადებით, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნისა და მისი პოლიტიკურ შეხედულებების დაკავშირება, „ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებაა“. მისივე ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ბიტკოინების მაინინგთან დაკავშირებული საკითხი მხოლოდ მას შემდეგ შეისწავლა, რაც „თანაინვესტირების ფონდის“ პროექტებისა და თავად ბაჩიაშვილის კეთილსინდისიერების მიმართ კითხვები გაჩნდა. ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველის თეიმურაზ წიქვაძის განცხადებას გამოეხმაურა ბაჩიაშვილის უფლებადმცველი. რობერტ ამსტერდამის თქმით, წიქვაძის პრეტენზიები თავხედურად არ შეესაბამება სიმართლეს, საქმე კი არარსებული მტკიცებულებებითაა წარმოდგენილი. საკითხს გამოხმაურება მოყვა პოლიტიკოსების მხრიდანაც.