რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ორმაგი მოქალაქეობის საკითხების დარეგულირების შესახებ რუსეთის ფედერაციასა და ე.წ აფხაზეთის რესპუბლიკას შორ ის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. შეთანხმება არსებულ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე, მეორე ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას ითვალისწინებს. კანონის თანახმად, პირს, რომელიც 2008 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობით, აფხაზეთის მოქალაქეობას ფლობდა და ის დღემდე შეინარჩუნა, რუსეთის მოქალაქეობის მიღება გამარტივებული წესით შეეძლება. ასევე, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები მუდმივი ბინადრობის მიხედვით ყველა სოციალური უფლებით ისარგებლებენ და მათ ამ მხარის სამხედრო სამსახურში გაწვევის წესიც შეეხებათ.