ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. ბაიდენი შეხვედრას მეფე ჩარლზ მესამესთან და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ, რიში სუნაკთან მართავს. შეხვედრისას ლიდერები კლიმატის საკითხებს და მოახლოებულ ნატო-ს ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებულ თემებს განიხილავენ.
შეხვედრის შემდეგ ჯო ბაიდენი და რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთიდან, ლიეტუვაში, აღნიშნულ სამიტზე გაემგზავრებიან. მოსალოდნელია, რომ სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, შეხვედრაზე უკრაინის კონტრშეტევა, კასეტური საბრძოლო მასალის უკრაინისთვის გადაცემისა და კიევის ნატოში გაწევრიანების საკითხები განიხილება.
მანამდე ჯო ბაიდენმა, უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სიენენთან ინტერვიუსი ისაუბრა. მისი თქმით, მანამ, სანამ ალიანსი კიევის თავის რიგებში მიღებას განიხილავს, უკრაინაში რუსეთის ომი უნდა დასრულდეს.