რუსულმა ძალებმა ორეხოვოში, საცხოვრებელ ზონას ჰუმანიტარული დახმარების გაცემის დროს მართვადი საჰაერო ბომბით დაარტყეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, იური მალაშკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ოთხი ადამიანი: 43, 45, 47 წლის ქალები და 47 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპნენ“, - წერს მალაშკო „ტელეგრამზე“.
ამასთან, უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა.