სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" პროგრამების ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიში წარადგინა. ანგარიშში გაერთიანებულია სააგენტოს პროგრამების გავლენის შეფასების შედეგები, რომლებიც ბენეფიციარების ფინანსურ და ეკონომიკურ ანალიზს ეყრდნობა.
სააგენტოს დირექტორის მიხეილ ხიდურელის თქმით, შედეგები პოზიტიურია და 10 წლის განმავლობაში სააგენოს მიერ 11 000-მდე პროექტი დაფინანსდა.
ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საფინანსო ინსტიტუტების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.