ვილნიუსში, ნატოს სამიტი ორი დღის განმავლობაში 11 და 12 ივლისს ჩატარდება, სადაც საქართველოდან პრემიერის ნაცვლად საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იქნება წარმოდგენილი. უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილი დაესწრება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობენ შვედეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელები.
ამის პარალელურად პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ნატოს მიმართ საკმაოდ კრიტიკული განცხადება გამოაქვეყნა სადაც აღნიშნა რომ აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა სკეპტიკოსად იქცა მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური პარტნიორი საქართველოში ოპოზიციაშია და არა ხელისუფლებაში.