ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, ნატო-ს მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს უკრაინის გაწევრიანების გზიდან წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) ამოღებაზე, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება „ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზას ამოკლებს.
„მივესალმები ამ დიდი ხნის ნანატრი გადაწყვეტილებას, რომელიც ამოკლებს ჩვენს გზას ნატო-სკენ. ეს ასევე საუკეთესო მომენტია გაწევრიანებისთვის უკრაინის მიწვევის შესახებ სიცხადისთვის“, - წერს კულება.