სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 11 დაიჭრა რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ორეხოვის დაბომბვის შედეგად. აფეთქება ჰუმანიტარული დახმარების გამცემ პუნქტთან მოხდა, სადაც ხალხი რიგში იდგა. ოფიციალურმა კიევმა მომხდარს ომის დანაშაული უწოდა.