ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დიდ ბრიტანეთში ჩავიდა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ბაიდენი შეხვედრას მეფე ჩარლზ მესამესთან და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ, რიში სუნაკთან გამართავს.
მედიის ინფორმაციითვე, შეხვედრისას ლიდერები კლიმატის საკითხებს და მოახლოებულ ნატო-ს ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებულ თემებს განიხილავენ. შეხვედრის შემდეგ ჯო ბაიდენი და რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთიდან, ლიეტუვაში, აღნიშნულ სამიტზე გაემგზავრებიან.