ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. უკრაინის თავდაცვის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასულ 24 საათში უკრაინაზე 30 საჰაერო, ზალპური სისტემებიდან კი 47 შეტევა განახორციელეს.
ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე შეტევების განხორციელებაზეა ორიენტირებული. გასულ 24 საათში, ამ მიმართულებებზე 30-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა.
გასული დღის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა ნაღმმტყორცნებიდან და არტილერიიდან ცეცხლი დონეცკის, ლუგანსკის, სუმის, ჩერნიგოვისა და ხარკოვის ოლქების დასახლებულ პუნქტებს გაუხსნეს.
გენშტაბის ცნობითვე დიდია მტრის დანაკარგებიც. უკრაინული თავდაცვა ოკუპანტების იარაღისა და ცოცხალი ძალის კონცენტრაციის უბნებზე შეტევებს წარმატებით აგრძელებს.
გენშტაბის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა, 10 ივლისის მდგომარეობით, ბახმუტის მიმართულებით 24 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიის დეოკუპაცია განახორციელეს.