ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში, საბავშვო ბაღში ცივი იარაღით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 6 ადამიანი მოკლა და ერთი დაჭრა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაღუპულია 3 ბავშვი, ერთი პედაგოგი და 2 მშობელი.
სამართალდამცავებმა 25 წლის მამაკაცი დააკავეს.
თავდასხმის მოტივი, ამ დროისთვის, უცნობია. პოლიციამ მომხდარი „განზრახ თავდასხმად“ შეაფასა.