11 და 12 ივლისს, ვილნიუსში, ნატო-ს სამიტში საქართველოს დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას. როგორც ცნობილია, სამიტზე საქართველოს წარმომადგენელი პრემიერის ნაცვლად, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი იქნება.
უწყების ცნობით, ქართველი დიპლომატი საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრას დაესწრება, რომელშიც ასევე მონაწილეობენ შვედეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და მოლდოვას საგარეო უწყების ხელმძღვანელები მინისტრები და ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელი.
აღნიშნულ საკითხს დილიდან დეპუტატების შეფასებები მოჰყვა.