„ბაიერნის“ მცველმა, ლუკა ერნანდესმა კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ გააფორმა. 27 წლის ფრანგი ფეხბურთელის ხელშეკრულება პარიზულ კლუბთან 2028 წლამდე იქნება ძალაში.
ერნანდესი „ბაიერნის“ ღირსებას 2019 წლიდან იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში მიუნხენელების ფრანგმა ლეგიონერმა 107 მატჩი გამართა, ოთხჯერ იზეიმა გერმანიის ჩემპიონობა, ერთხელ უეფა-ს სუპერთასი მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა.
გავლენიანი საფეხბურთო პორტალი Transfermarkt-ი ლუკა ერნანდესს 45 მილიონ ევროდ აფასებს.