ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ნატოს შეუძლია უკრაინის მიღების საკითხი მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ განიხილოს. ჯო ბაიდენმა ამერიკულ ტელეკომპანია CNN-ს უთხრა, რომ უკრაინა ნატოს წევრობისთვის ჯერ მზად არ არის.