თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანსა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. კოლეგებმა ერთმანეთთან შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა განიხილეს.
მედიის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი თურქული მხარის ინიციატივით შედგა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობით, სერგეი ლავროვმა თურქ კოლეგას, ჰაკან ფიდანს განუცხადა, რომ კიევისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელება დამღუპველია.
ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა მოსაზრებები რეგიონულ დღის წესრიგზე და უკრაინის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ გაცვალეს.
ამავე ცნობით, საუბარი მათ შორის სტამბოლიდან კიევში „აზოვის“ მეთაურების დაბრუნებასაც შეეხო.