ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. უკრაინის თავდაცვის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასულ 24 საათში უკრაინაზე 30 საჰაერო, ზალპური სისტემებიდან კი 47 შეტევა განახორციელეს. ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე შეტევების განხორციელებაზეა ორიენტირებული. გასულ 24 საათში, ამ მიმართულებებზე 30 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
გენშტაბის ცნობითვე დიდია მტრის დანაკარგებიც. უკრაინული თავდაცვა ოკუპანტების იარაღისა და ცოცხალი ძალის კონცენტრაციის უბნებზე შეტევებს წარმატებით აგრძელებს.