Tbilisi Pride-ის მიერ ორგანიზებული ფესტივალის ჩაშლისას 2 პირი დააკავეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
Tbilisi pride-ის ორგანიზებით, ფესტივალი, რომელიც 8 ივლისის ლისზე, დახურულ ტერიტორიაზე უნდა ჩატარებული, ჩაიშალა. ამის მიზეზი "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა ჯგუფის ორგანიზებული პროტესტი გახდა, ისინი ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ლისის ტბის ტერიტორიაზე “პრაიდ ფესტივალისთვის” გამაგრებული სცენა და სასცენო მოწყობილობები დაარბიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს. „პრაიდ ფესტივალის“ ტერიტორიიდან მონაწილეთა ევაკუაცია სამარშრუტო ტაქტებით განხორციელდა. ორგანიზატორების ცნობით, სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა. "თბილისი პრაიდის" განცხადებით, "განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება "ალტ-ინფოს" შორის".