უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი კულებას განცხადებით, ნატო-ს ვილნიუსის სამიტის წინ, უკრაინის შესახებ გარკვეული გადაწყვეტილებები უკვე შეთანხმებულია. კულებამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მიუხედავად სკეპტიკოსებისა, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ ბევრ საკითხში უკრაინა წინ მიიწევს. მისი თქმით, ნატოს მხრიდან ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება პუტინისთვის საჩუქრის გაკეთების ტოლფასი იქნება.