ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა საერთაშორისო კურსი დასრულდა. სწავლებაში მონაწილეობას ხუთი ქვეყნის 16 წარმომადგენელი იღებდა. მსმენელები დამკვირვებელ-მაკონტროლებლის ფუნქციებსა და მოვალეობებს გაეცნენ. კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელები შეძლებენ, ნატოს სტანდარტების შესაბამისად განახორციელონ ტაქტიკური დონის ქვედანაყოფების დაკვირვება და წვრთნა-შეფასება.