საქართველოს 7-კაცა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე პლეი ოფში ვერ გავიდა. ქართველი მორაგბეები ჯგუფურ ეტაპზე რუმინეთს, იტალიასა და პორტუგალიასა შეხვდნენ. პირველი მატჩი რუმინეთთან ფრედ (19:19) დასრულდა, მეორე ტურში საქართველო იტალიასთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა (17:21), რის შემდეგაც ქართველმა მორაგბეებმა პორტუგალიას 19:12 სძლიეს და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს.ჯგუფში მესამე ადგილზე გასვლის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა 9-12 ადგილებისთვის გააგრძელა ბრძოლა, სადაც ჩეხეთს 14:7 სძლია და მე9 ადგილისთვის მატჩში რუმინეთის ნაკრებს შეხვდება. მატჩი 9 ივლისს თბილისის დროით 15 საათსა და 12 წუთზე დაიწყება.