დღეს, 9 ივლისს, UFC-ის ლას ვეგასში გამართული საღამოს მთავარ ბრძოლაში ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ (26-2) იაირ როდრიგესი (20-6) მესამე რაუნდში დაანოკაუტა და ქვემსუბუქი წონის ქამარი მეხუთედ დაიცვა.ბრძოლა ავსტრალიელის უპირატესობით დაიწყო - პირველ და მეორე რაუნდში "ვოლკმა" მეტოქე პარტერში გადაიყვანა და დიდი ხანი აკონტროლებდა. მეორე რაუნდის ბოლოს, კი მძიმე დარტყმებიც გაუტარა. მესამე რაუნდში "პანტერამ" ჩემპიონს შეუტია და ამ დროს მარჯვენა ჰუკი გაუშვა, რასაც მალე ფინიშიც მოჰყვა.ალექსანდრმა ქამარი მეხუთედ დაიცვა და ამ მაჩვენებლით UFC-ის ქვესმუბუქ წონაში მხოლოდ ლეგენდარულ ჟოზე ალდოს ჩამორჩება. მომდენო ბრძოლა, ჩემპიონმა, სავარაუდოდ ილია თოფურიას (14-0) წინააღმდეგ უნდა გამართოს. თუ ეს ჩხუბი შედგა, სავარაუდოდ ის მიმდინარე წლის ბოლოს ჩატარდება.აღსანიშნავია, რომ ავსტრალიელი და ქართველი ერთმანეთის პირისპირ "T-Mobile Arena-ს" პარტერში დადგნენ და რამდენიმე სიტყვა გაცვალეს.მიუხედავად იმისა, რომ ორივე მებრძოლმა ერთმანეთის წინ აღმოჩენამდე აგრესიული რეპლიკები გაცვალეს, შეხვედრა ასეთი არ ყოფილა.ვნახოთ, თუ ისევ დაუმარცხებელი იქნები - მიმართმა მას ვოლკანოვსკიმ.ვნახოთ, შენ თუ დარჩები დაუმარცხებელი ჩემპიონი ჩემთან ჩხუბის შემდეგ! - უპასუხა თოფურიამ.