"აზოვის" მეთაურების თურქეთიდან უკრაინაში დაბრუნება არსებული ხელშეკრულებების პირობების დარღვევაა , - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიას განუცხადა. პესკოვის მტკიცებით, შეთანხმების თანახმად, ეს პირები კონფლიქტის დასრულებამდე თურქეთში უნდა დარჩენილიყვნენ. „ამავდროულად, პესკოვი აღნიშნავს, რომ რუსეთისთვის არავის უცნობებია მათი უკრაინისთვის გადაცემის შესახებ“. მისი თქმით, თურქეთი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ფრონტზე წარუმატებლობის ფონზე, იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა.