შინაგან საქმეთა სამინისტრომ „დაცვის პოლიციის“ დღე აღინიშნა. ღონისძიებას დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები დაესწრნენ. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებაზე 72-მა ახალწვეულმა დადო სამხედრო ფიცი და დაცვის პოლიციის რიგებს შეუერთდა. სამსახურეობრივი მოვალეობების პირნათლად შესრულებისთვის 34 თანამშრომელი მადლობის სიგელითაც დააჯილდოვა. ღონისძიების დასასრულს, ტრადიციულად გაიმართა შიდა საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩი.