უკრაინაში, ომის 500 დღის განმავლობაში, რუსეთმა ვერცერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, - ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანგარიშშია აღნიშნული. ორგანიზაციის ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინელების მტკიცე და ოსტატურმა წინააღმდეგობამ შეაჩერა რუსეთის მრავალი შეტევა, მათ შორის კიევზე და გაათავისუფლა ხარკოვის, მიკოლაივის და ხერსონის ოლქების ნაწილი, რომლებიც რუსებს ჰქონდათ დროებით დაპყრობილი.