ორგანიზებული ძალადობა თუ სათანადოდ უზრუნველყოფილი უსაფრთხოება - პრაიდის ფესტივალის ჩაშლასა და კონტრაქციას, რომელშიც ძალადობრივი ჯგუფები მონაწილეობდნენ ოპოზიციური პარტიები ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტები “ქართული ოცნების” მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ძალოვანი უწყებები არა საზოგადოების, არამედ მმართველი გუნდის ინტერესებს ემსახურება. ოპოზიციაში განმარტავენ, რომ განხორციელებულ ძალადობრივ აქტებზე და სისხლის სამართლის დანაშაულებზე სრული პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" ეკისრება. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებებში აღნიშნულია, რომ ოპოზიციური პარტიები ძალადობას გმობენ და მთავარ გამოსავალს მმართველი გუნდის ცვლილებაში ხედავენ.