თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა იმსახურებს ნატო-ს წევრობას. ერდოღანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ თურქეთი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ომი დასრულდეს.